saqarTvelos mdinareebi - WanWaxi

ტერიტორიული ერთეულები ონის მუნიციპალიტეტი
სათავე რაჭის კავკასიონი
სიგრძე 21.6 კმ
აუზის ფართობი 185 კმ²

 

მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მყინვარ ჭანჭახზე, ზღვის დონიდან 3025 მ. სიგრძე 21,6 კმ. აუზის ფართობი 185 კმ². საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია წყალდიდობა აპრილიდან ოქტომბრამდე და წყალმცირობა ნოემბრიდან აპრილამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,77 მ³/წმ.